რუსეთის მიერ წამოწყებული ომის შეჩერება მოლაპარაკებების მაგიდასთან შეუძლებელია – კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, რუსეთის მიერ წამოწყებული ომის შეჩერება მოლაპარაკებების მაგიდასთან შეუძლებელია.

„ზოგიერთი ომი არ არის მხოლოდ კონფლიქტები ან ტერიტორიული დავა. ეს არის გენოციდური დაპყრობითი ომები, რომლებიც არ შეიძლება დასრულდეს უბრალოდ მეომარი მხარეების მოლაპარაკების მაგიდასთან მიწვევით. რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ სწორედ ასეთი შემთხვევაა. მისი მოგება ბრძოლის ველზეა საჭირო, რის შემდეგაც რუსეთი სერიოზულად იფიქრებს სამშვიდობო მოლაპარაკებებზე“, – განაცხადა კულებამ.

მსგავსი თემები