„ყველას დიდ მადლობას მოგახსენებთ გვერდით დგომისთვის და მწუხარების გაზიარებისთვის, სათითაოდ გადამეხადოს პატივისცემა”- გარდაცვლილის მამა

3 აგვისტოს შოვში განვითარებულ სტიქიას ბოლო მონაცემებით, 31 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამ დრომდე ეძებენ ორ დაკარგულს.

გარდაცვლილებს შორის არიან 4 წლის გიო, რომელიც სტიქიას დედასთან, მანანა ჯაჭვაძესთან და ბებიასთან მარინე ხორბალაძესთან ერთად ემსხვერპლა.

„ყველას დიდ მადლობას მოგახსენებთ გვერდით დგომისთვის და მწუხარების გაზიარებისთვის, ვინც კი გულამდე მიიტანა ჩემი ოჯახის უბედურება. სათითაოდ გადამეხადოს პატივისცემა, ლხინში,“ – წერს გივი ბერიანიძე, გიოს მამა სოციალურ ქსელში.

 

მსგავსი თემები