რა ღირს ჩინეთში წარმოებული ელექტრო მანქანები?! (ვიდეო)

ჩინეთში წარმოებული ეს ელექტრომანქანები გერმანიაში იგზავნება. „სერეს“ – ის ბრენდის მანქანები, რომელსაც კადრში ხედავთ ჩუნცინის პროვინციაშია წარმოებული და მისი ფასი დაახლოებით 40 000 დოლარია.

რაც აქ ჩანს, ყველა ავტომანქანა ექსპორტისთვისაა გამზადებული. ჩუნ ცინი არის ერთადერთი ცენტრალური ადმინისტრირებადი ქალაქი ჩინეთის ცენტრალურ და დასავლეთ რეგიონში. ის არის ქვეყნის მნიშვნელოვანი ცენტრალური ქალაქი, რომელიც მოიცავს 82,4 ათას კვადრატულ მეტრ ფართობ კილომეტრს, აქვს 38 რაიონი და ოლქი, ორი ახალი განვითარებისა და გახსნის ზონა და 32 მილიონი მოსახლე. ეს არის ღია ქალაქი, სადაც ხდება ეკონომიკური და სავაჭრო გაცვლები მსოფლიოს 224 ქვეყანასთან და რეგიონთან. ფუნქციონირებს ტოპ 500 კომპანიის 312 ფილიალი და მოქმედებს 108 საერთაშორისო ფრენა.

სწორედ ეს არის საერთაშორისო ლოჯისტიკის ჰაბი, რომელიც მნიშვნელოვანი სტრატეგიული წერტილია. ინვესტიცია ძირითად აქტივებში კი 86 მილიარდი იუანია.

 

ეკა გულუა პეკინიდან

 

მსგავსი თემები