,,400-წლიანი პატიმრობა მემუქრება ჩემი საპრეზიდენტო დოკუმენტების ფლობისთვის”- ტრამპი

400-წლიანი პატიმრობა მემუქრება ჩემი საპრეზიდენტო დოკუმენტების ფლობისთვის, რაც თითქმის ყველა სხვა პრეზიდენტმა გააკეთა, – ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სასამართლო სხდომის შემდეგ განაცხადა.

ყოფილი პრეზიდენტის თქმით, მას სრული უფლება ჰქონდა აღნიშნული დოკუმენტები.

„ეს არის ერთ-ერთი ყველაზე აღმაშფოთებელი იურიდიული თეორია, რაც კი ოდესმე წამოყენებულა ამერიკულ სასამართლოში. მე მქონდა სრული უფლება, მქონოდა ეს დოკუმენტები. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, პრეზიდენტი წყვეტს ნებისმიერი დოკუმენტის წაღებას, მას აქვს ამის უფლება. ეს არის კანონი“, – განაცხადა ტრამპმა.

ცნობისთვის, დონალდ ტრამპს საიდუმლო დოკუმენტების უკანონოდ გამოყენებისთვის ბრალი შვიდი მუხლით 37 ეპიზოდზე აქვს წაყენებული.

მსგავსი თემები