ავტოსაგზაო შემთხვევა ციხისძირში – დაიღუპა ერთი ადამიანი

ციხისძირში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. ავარიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 2 კი დაშავდა.

51 წლის კაცი სხვადასხვა სახის მოტეხილობებით ბათუმის “რეფერალურ” საავადმყოფოშია გადაყვანილი, 16 წლის გოგო კი ამჟამად სახლში იმყოფება.

 

მსგავსი თემები