,,ხელში ევროპის ბილეთი გვიჭირავს და შეიძლება გიორგი ვაშაძისა და რამდენიმე უპასუხისმგებლოს გამო ხელიდან გაგვივარდეს,” – ამის შესახებ ”მოქალაქეების” ერთ-ერთმა დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.
ელისაშვილი ოპოზიციას ურჩევს, “ქართულ ოცნებასთან” ერთად მივლინებებში სიარულის ნაცვლად, ევროკავშირის რეკომენდაციებთან დაკავშირებით შექმნილ სამუშაო ჯგუფებში მიიღონ მონაწილეობა.
,,როდესაც ამბობ: რა მინდა ერთ სივრცეში “ქართულ ოცნებასთან”, არ შევალ სამუშაო ჯგუფში, მაგრამ მასთან ერთად თვითმფრინავში 15 საათი ზიხარ – არგენტინაში წინ და უკან, თვითმფრინავში ჯდომა „მოსულა“ და სამუშაო ჯგუფში არა?! ეს არ მესმის. რა ევროპელობაზე ვსაუბრობთ, როცა ევროპა პირდაპირ გვეუბნება, რომ სამუშაოდ ერთად უნდა დავსხდეთ”, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.