სტიქიას დედა-შვილი ემსხვერპლა

  შოვში, სტიქიას დედა-შვილი 49 წლის შორენა ბიჭაშვილი და მისი შვილი, 20 წლის მარიამ მაისურაძე ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაცია საინფორმაციო სააგენტო “ინფო რუსთავს” გარდაცვლილი ქალის მეუღლემ, დავით მაისურაძემ დაუდასტურა. „ჩემი გოგოსა და ჩემი მეუღლეს დნმ-ის ანალიზი ემთხვევა. ჩემ გოგოს შენარჩუნებული აქვს ყველაფერი და მილიონი პროცენტით ვიცი რომ ჩემია. ასე, რომ ჩემი გოგო და მეუღლე ნაპოვნი მყავს, მიცვალებულები, რა თქმა უნდა. ვეძებ ბიჭს”, – განუცხადა “ინფო რუსთავს” დავით მაისურაძემ. ცნობისთვის, ბოლო მონაცემებით შოვში სტიქიას 18 ადამიანი ემსხვერპლა.