გერმანიაში საქართველოს მოქალაქე 24 ბოთლი შამპუნის მოპარვას ცდილობდა

გერმანიაში, ქალაქ დეტმოლდში მდებარე ერთ-ერთ მაღაზიაში საქართველოს მოქალაქე დააკავეს.  49 წლის მძარცველი, მაღაზიის თანამშრომელმა იმ დროს დაიჭირა, როდესაც 24 ბოთლი შამპუნის მოპარვას ცდილობდა.

ლიპეს რაიონული პოლიციის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ქართველი დაკავებულია, ხოლო სამმა ეჭვმიტანილმა გაქცევა შეძლო.

საქმეზე გამოძიება გრძელდება.

მსგავსი თემები