,,ევროპის უმეტეს ქვეყნებში, სახალხო დამცველები არიან ყოფილი პოლიტიკოსები”- ლევან იოსელიანი

,,სახალხო დამცველის არჩევა ეს არის შესრულებული რეკომენდაცია”,- ამის შესახებ სახალხო დამცველმა ლევანი ოსელიანმა განაცხადა.

მისი თქმით, ევროპის უმეტეს ქვეყანაში სახალხო დამცველი ყოფილი პოლიტიკოსები ხდებიან, რადგან ომბუდსმენის არჩევის პროცესი დემოკრატიულ ქვეყნებში პოლიტიკური პროცესია.

,,მე არ ვიცი ეს ვისი მოსაზრებაა კონკრეტულად, მაგრამ სახალხო დამცველის არჩევა ეს არის შესრულებული რეკომენდაცია და ამას ადასტურებენ, მათ შორის, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, როდესაც მე ვხვდები მათ და როდესაც მილოცავენ თანამდებობაზე არჩევას.

სახალხო დამცველი ევროპის უმეტეს ქვეყანაში, 37 ქვეყანა შეიძლება დასახელდეს, სადაც სახალხო დამცველები არიან ყოფილი პოლიტიკოსები, ძირითადად, პოლიტიკოსები ხდებიან სახალხო დამცველები, რადგან სახალხო დამცველის არჩევის პროცესიც დემოკრატიულ ქვეყნებში პოლიტიკური პროცესია. შესაბამისად, ლოგიკურია, რომ იქ არჩევანი გაკეთდება პოლიტიკოსზე, რომელიც ტოვებს პოლიტიკას და აგრძელებს უფლებებზე მუშაობას და არა მესამე სექტორზე ან რომელიღაც არასამთავრობო ორგანიზაციაზე და ჩვენი ქვეყანა თუ განვითარდება პოლიტიკური პლურალიზმის ჭრილში და ბევრი პარტია იქნება სამომავლოდაც პარლამენტში, დამერწმუნეთ, ყოველთვის, ჩემს შემდგომაც პარლამენტში არჩევანი გაკეთდება პოლიტიკოსზე”, – განაცხადა იოსელიანმა.

 

მსგავსი თემები