,,პრიგოჟინი რომ ვიყო, საჭმლის დეგუსტატორს არ გავათავისუფლებდი”- უილიამ ბერნსი

ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის, უილიამ ბერნსის განცხადებით, სჯერა, რომ ვაგნერის დამფუძნებელი ევგენი პრიგოჟინი ამჟამად მინსკში, ბელორუსიაში იმყოფება.

,,ის ცოტათი გადაადგილდა. ვფიქრობ, ბოლო დროს მინსკში იყო. დარწმუნებული არ ვარ, რომ მინსკის გარეუბანში პენსიაზე გასვლას გეგმავს, მაგრამ მან დრო რუსეთშიც გაატარა”, – განაცხადა ბერნსმა.

ბერნსმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს უწოდა “ანგარიშსწორების საბოლოო მოციქული” და თქვა, რომ “გაკვირვებული იქნება, თუ პრიგოჟინი გადაურჩება შემდგომ შურისძიებას”.

,,მე რომ პრიგოჟინი ვიყო, არ გავათავისუფლებდი ჩემს საჭმლის დეგუსტატორს”, – განაცხადა ბერნსმა.

მსგავსი თემები