,,ერთი მოხმარებაც შესაძლებელია, სიკვდილით დამთავრდეს”- ზურა სიხარულიძე ახალი ნარკოტიკის შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს

ნარკოლოგი ზურა სიხარულიძე სოციალურ ქსელ ფეისბუქში ახალ ნარკოტიკთან დაკავშირებით, ვრცელ პოსტს აქვეყნებს. მისი თქმით, ახალი ნარკოტიკი ამერიკაში და ევროპაში უკვე დიდ საშიშროებას წარმოადგენს და უამრავი ადამიანის სიცოცხლე იმსხსვერპლა.

,,იცით რომ არ ვწერ ხშირად,მაგრამ მაინც მიწევს რაღაცების წერა,ვინაიდან სულ ახალ-ახალი რაღაცეები ხდება ჩვენს ქვეყანაში, მითუმეტეს ეს ყველაფერი აქტიურდება სეზონის მოსვლასთან ერთად -განსაკუთრებით აჭარაში. ეს ეყრდნობა ჩემ პირად გამოცდილებას და იმ ინფორმაციას,რასაც ვისმენ და აქედან გამომდინარე მიწევს გავაფრთხილო საზოგადოება იმ საშიშროებაზე,რაც ქვეყანაში შეიძლება მოხდეს. ერთი დაკარგული სიცოცხლეც და ერთი ზედოზირებაც არის დიდი ტრაგედია , ამიტომ ვთვლი ვალდებულად, რომ დავწერო იმ საშიშროებაზე რაც ხდება დღევანდელ დღეს, რომ ავიცილოთ თავიდან უბედურება.

ჩემი პოსტი არის ახალ ნარკოტიკზე, რომელიც დღეს ამერიკაში და ევროპაში წარმოადგენს უკვე დიდ საშიშრობეას და უამრავი ადამიანის სიცოცხლე იმსხსვერპლა. მას“ზომბ ნარკოტიკს “ეძახიან ან “ტრანკს” ეს არის ეგრეთ წოდებული ქსილაზინი- ანალგეტიკური მიორლაქსაცოური და დასაძინებელი საშუალება რომელსაც იყენებენ ვეტერენარიაში ცხოველის დასაძინელბალად და ტკივილგამაყიჩებლად . დიდი იმედი მაქვს რომ ჩვენ ქვეყანაში აკრძალული ნივთიერებების სიაში არის და მისი გამოყენება აკრძალულია და არ არის თავისუფალ გაყიდვაში, თუ არის მაშინ უნდა მოხდეს სასწრაფოდ მისი ამოღება!

სამწუხაროდ დღეს მას იყენებენ ფენტანილთან კომბინაციაში და ის წარმოადგენს დიდი საშიშროებას ვინიდან ფენტანილი ერთი მხრივ უკვე წარმოდგენს ზედოზირების დიდ რისკს და დამატებული ქსილაზინი აძლერებს ასმაგად ფენტანილის მოქმედებას იწვევს გულის რითმის დარღვევას ქანის ოქსიგენაციის შემცირებას,ინექციის ადგილას ჩნდება დიდი წყლულები და შემდგომ შესაძლებელია განგრენა და კიდურის დაკარგავაც, სუნთქვის რითმის დარღვავას.

ასევე მას ხშირად ურევენ სხვა კლუბურ ნარკოტიკსაც რაც იყიდება დარკნეტზე მათი ეფექტების გასაძლერებლად. ის რომ დარკნეტი დღეს ძაან გააქტირებულია ქვემოთ ერთ ტელგრამ არხიდან მოცემული სკრინი მეტყველებს!

ამიტომ მოერიდეთ უცნობი ნივთიერების ყიდვას! გაუფრთხილდით თქვენ სიცოცხლეს და თქვენი ახლობლების ეს განსაკუტრებულადინეიჯერებს ეხებათ ვინაიდან ყველაზე დიდი რისკი ზედოზირიბის მათ აქვთ, ერთი მოხმარებაც შესაძლებელია დამვთარდეს სიკვდილით,”- წერს ზურა სიხარულიძე სოციალურ ქსელში.

მსგავსი თემები