“არ მგონია, თავმოყვარე პოლიტიკოსი ლევან ხაბეიშვილის დაძახილზე “ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში მიცუნცულდეს” – გია ვოლსკი

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის განცხადებით, „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარეს იმდენი ავტორიტეტი ნამდვილად არ გააჩნია, რომ მის დაძახილზე პოლიტიკოსები პარტიის ოფისში „მიცუნცილდნენ.“

„არ მგონია, რომელიმე თავმოყვარე პოლიტიკოსი, პარტია ლევან ხაბეიშვილის დაძახილზე “ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში მიცუნცულდეს. უნდა წარმოადგენდეს რამეს, უნდა გქონდეს პროგრამა, უნდა გქონდეს რესურსი, ინტელექტი, ხედვა და არ უნდა იყო იმ ადამიანების ჭაობში ჩაფლული, რომელთაც ათასობით ოჯახის მიმართ საკმაოდ დიდი ცოდვები აწევთ. პარტია, რომელსაც დავით კეზერაშვილი აფინანსებს და რომლის იდეოლოგი არის ვანო მერაბიშვილი, იგივე ამპლუაში დაბრუნდება სურს, ის იგივეს გააკეთებს“, – განაცხადა ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, რომ ხაბეიშვილმა განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ  „რუსული პარტიის“ წინააღმდეგ დამარცხების გასაღები აქვს „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.“

 

მსგავსი თემები