,,ვხედავთ, რა ხდება ბელარუსსა და საქართველოში, როგორ ითრევენ ამ ქვეყნებს ერთი და იმავე უკანონობის მორევში” – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ყველა ევროპულ ქვეყანას, რომელიც რუსეთს ესაზღვრება და რომლის დაყოფაც რუსეთს სურს, უნდა გახდეს ევროკავშირისა და ნატოს წევრი.

როგორც ზელენსკიმ ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მეორე სამიტზე აღნიშნა,  ხედავენ  თუ როგორ ითრევენ საქართველოსა და ბელარუსს ერთი და იმავე უკანონობის მორევში.

,,ჩვენ ვხედავთ, რა ხდება ბელარუსში და საქართველოში, ვხედავთ, როგორ ითრევენ ამ ქვეყნებს სხვადასხვაგვარი მეთოდებით, თუმცა ერთი და იმავე უკანონობის მორევში. მაგრამ, თუ უკრაინელებს, რომლებმაც სისხლით მორწყეს საკუთარი მიწა ევროპული მომავლისთვის, ჯერ არ მიუღიათ ნათელი და პოზიტიური პასუხი ევროკავშირში და ნატოში შესვლასთან დაკავშირებით, სხვების იმედები მით უფრო მკრთალი ხდება”,- განაცხადა ზელენსკიმ.

მსგავსი თემები