,,არასწორი დამოკიდებულება აქვს საქართველოს მიმართ. დამამცირებელი და აბსოლუტურად უსამართლო, უნამუსოდ უსამართლო,”– ასე ეხმაურება პარლამენტის ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას.
მისი თქმით, სამწუხაროა, რომ ზელენსკი განსხვავებას ვერ ხედავს იმ ქვეყანას შორის, სადაც რუსეთმა ბირთვული შეიარაღება განალაგა და იმ ქვეყანას შორის, რომელსაც გადაწყვეტილებები აქვს მიღებული რუსეთის ჰააგის ტრიბუნალისთვის გადაცემის თაობაზე.
„ზელენსკის განცხადება პირველი არ არის. მიტინგზე, სადაც მისი ჩართვა იყო, მაშინვე ხალხს მოუწოდებდა, რომ ხალხი ხელისუფლებას გამიჯვნოდა იმის გამო, რომ მან ჩარტერული რეისებით მოხალისეები არ გაუშვა და ომში არ ჩაერთო. მეტიც, ამისთვის ელჩიც კი გაიწვია. სამწუხაროა, რომ განსხვავებას ვერ ხედავს იმ ქვეყანას შორის, სადაც რუსეთმა ბირთვული შეიარაღება განალაგა, ომისთვის ემზადება და იმ ქვეყანას შორის, რომელსაც გადაწყვეტილებები აქვს მიღებული რუსეთის ჰააგის ტრიბუნალისთვის გადაცემის თაობაზე და საერთაშორისო ფორუმებიდან რუსეთის გაყვანაზე. განსხვავებას თუ ვერ ახერხებ, ეს საფუძველია, ვიფიქროთ, რომ მიკერძოებული დამოკიდებულებაა, რაც მომართულია იმ ოპოზიციის მხარდასაჭერად, რომელსაც საქართველოში რევოლუცია სურს, რათა საქართველო ჩაერთოს საომარ მოქმედებებში, რაც ცოტა ხნის წინ მათმა ლიდერებმა განაცხადეს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.