,,ყველა ქვეყანა, რომელიც რუსეთს ესაზღვრება, უნდა გახდეს ევროკავშირის და ნატო-ს წევრი”- ვოლოდიმირ ზელენსკი

,,ყველა ევროპული ქვეყანა, რომელიც ესაზღვრება რუსეთს და არ სურთ რომ რუსეთი შეიჭრას მათ ტერიტორიაზე, უნდა გახდეს ევროკავშირის და ნატო-ს წევრი,”- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მეორე სამიტზე განაცხადა.

მისი თქმით, ხედავენ რა ხდება ბელარუსსა და საქართველოში, თუ როგორ ითრევენ ამ ქვეყნებს ერთი და იმავე უკანონობის მორევში.

,,ჩვენ გვჭირდება უბრალოდ მშვიდობა და სწორედ ამიტომ ყველა ევროპული ქვეყანა, რომელიც ესაზღვრება რუსეთს და არ სურთ რომ რუსეთი შეიჭრას მათ ტერიტორიაზე, უნდა გახდეს ევროკავშირის და ნატო-ს წევრი. მხოლოდ და მხოლოდ 2 ალტერნატივა არსებობს. პირველი: ან უნდა გაიხსნას საომარი მოქმედებები ან უნდა დაიწყოს მცოცავი ოკუპაცია. ჩვენ ვხედავთ რაც ხდება ბელარუსში. ეს ძალიან პრობლემატურია. ჩვენ ვხედავთ რა ხდება საქართველოში. ვხედავთ, ეს ერები როგორ სტრესში არიან, როგორ ხდება მათი ჩათრევა ამ განუკითხაობაში, მაგრამ რას ხედავენ ისინი.

მსგავსი თემები