უკრაინაში ჩეხეთისა და სლოვაკეთის პრეზიდენტები ჩავიდნენ

უკრაინაში ჩეხეთისა და სლოვაკეთის პრეზიდენტები, პეტრ პაველი და ზუზანა ჩუპატოვა ჩავიდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას ჩეხეთის პრეზიდენტი ავრცელებს.

,,ზუზანა ჩუპატოვა და მე მშვიდობისა და სამართლიანობის ერთი და იგივე ღირებულებებს ვიზიარებთ. ძნელია როცა ჩემი თვალებით ვხედავ, რომ უკრაინელები ძალიან დიდ ფასს იხდიან ამისთვის, საკუთარი სისხლითა და მოქალაქეების სიცოცხლით. აგრესორის წინააღმდეგ ბრძოლა იცავს იმას, რაც ჩვენ გვაერთიანებს,” – წერს პეტრ პაველი ტვიტერზე.

გავრცელებული ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში პრეზიდენტები უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება.

მსგავსი თემები