,,ძალა, რომელიც ევროპულ და ეროვნულ შანს დააკარგვინებს ქვეყანას, არ შეიძლება ხელისუფლებად იწოდებოდეს”- პაატა მანჯგალაძე

„ქართული ოცნების“ დამსახურებით ქვეყანა კანდიდატის სტატუსს თუ ვერ მიიღებს, ეს ნიშნავს, რომ ვერ მოხდა საქართველოს მოქალაქეების 90%-ს ნების რეალიზება. ჩვენ ვამბობთ, რომ მოქალაქეს სრული უფლება აქვს, მოითხოვოს ვადამდელი არჩევნები იმისთვის, ვის ანდოს ქვეყანა. , – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისი თქმით,  ამ ისტორიული შანსის დაკარგვა და დაბრკოლება ამ გზაზე ნამდვილად იწვევს ხელისუფლების ლეგიტიმაციის საკითხის დასმას. მან ასევე უპასუხა კითხვას, რა შედეგს მოუტანს ოპოზიციას რიგგარეშე არჩევნები.

„ოპოზიციის შედეგზე არ არის საუბარი. ძალა, რომელიც ამ ევროპულ და ეროვნულ შანს დააკარგვინებს ქვეყანას, არ შეიძლება საქართველოს ხელისუფლებად იწოდებოდეს. ეს ჩემი პოზიციაა, ამას რამდენად გაითვალისწინებენ მოქალაქეები, მეორე საკითხია. მე მივეკუთნები ადამიანების რიგს, რომლებიც ამბობენ, რომ თუ „ქართული ოცნება“ ამ ეროვნულ შანს დაგვაკარგვინებს, ლურჯი იებით ხელში არ დავხვდებით. უფრო მწვავე რეაქცია გვექნება“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

მსგავსი თემები