„ლორდთა პალატა საოცრება იყო – დავთვალე და დარბაზში სამი კაცი იყო”- კახა კალაძე

,,დავთვალე და დარბაზში სამი კაცი იყო,”- ასე პასუხობს თბილისის  მერი კახა კალაძე ბრიტანელი დეპუტატის ადამ ჰოლოვეის ლორდთა პალატაში გაკეთებულ განცხადებას.

საუბარია განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც, „ქართული ოცნება“ პროპუტინისტური, პრორუსული ჯგუფია, რომლის ხელმძღვანელობაც საქართველოს რისკის ქვეშ აყენებს, რომ რუსეთის მარიონეტი გახდეს, მიზანმიმართულად ძირს უთხრის ევროკავშირში შესვლის კრიტერიუმებს.

„ლორდთა პალატა საოცრება იყო, „გადავსებული დარბაზი“ და განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რა ხდება დემოკრატიის თვალსაზრისით საქართველოში. ესეც საქართველოს მიმართ მათ დამოკიდებულებაზე მიუთითებს. დავთვალე და დარბაზში სამი კაცი იყო, თუმცა ეს ყველაფერი გასაგებია. რა თქმა უნდა, 2012 წელი გარდამტეხი იყო ჩვენი ქვეყნის უახლოეს ისტორიაში. ვისმენდით მათ განცხადებებს, რომ 2012 წლამდე ქვეყანაში იყო დემოკრატიის შუქურა, ახლა არის გარკვეული პრობლემები ამ მიმართულებით, თუმცა რეალურად, ქვეყანაში აბსოლუტურად სხვა ვითარებაა. 2012 წლის შემდეგ დემოკრატიის, გამოხატვისა და სიტყვის თავისუფლების თვალსაზრისით რადიკალურად განსხვავებული ვითარება გვაქვს. წინგადადგმული ნაბიჯები გვაქვს და ამას ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა საკუთარ თავზე გრძნობს. ჩემთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, ჩემი ქვეყნის მოქალაქეები რას გრძნობენ საკუთარ თავზე. ძალიან მარტივია, გავაკეთოთ შედარება – რა ხდებოდა 2012 წლამდე და რა ხდება დღეს, რა ვითარება გვაქვს.  რეფორმები უნდა გაგრძელდეს. გვაქვს წინგადადგმული ნაბიჯები, მიღწევები და რა თქმა უნდა, ეს გზა მნიშვნელოვანია. ყველაფერს გავაკეთებთ ევროინტეგრაციის გზაზე, ამ ურთულეს გზაზე განსახორციელებლი რეფორმების თვალსაზრისით“, – განაცხადა კახა კალაძემ.

 

მსგავსი თემები