,,ამაზრზენია პოლიტიკური ქულების ძიება მშობლების უბედურების ხარჯზე”- გია ვოლსკი

პარლამენტის პირველმა ვიცე- სპიკერი გია ვოლსკი აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლების პროტესტს გამოეხმაურა. მისი თქმით, ამაზრზენია პოლიტიკური ქულების ძიება მშობლების უბედურების ხარჯზე.

,,ადამიანებს სჭირდებათ შველა, მაგრამ შველის ნაცვლად მეტი უბედურება შეიძლება მოუტანო, ეს არის უზნეობა, რომელიც შეიძლება განაპირობოს რაღაც პოლიტიკურმა გადაწყვეტილებამ. პოლიტიკური ქულების დაწერა იმდენად რეალური გახდა და იმდენად ამაზრზენია ამ პოლიტიკური ქულების ძიება მშობლების უბედურების ხარჯზე, რომ მე ვურჩევდი ჩემს თავსაც და სხვებსაც, პოლიტიკოსებს და არაპროფესიონალ ადამიანებს, რომ საერთოდ თავი დაანებონ ამ განცხადებების კეთებას, თუ არ აქვთ სრული ინფორმაცია, თუ რას წარმოადგენს მედიკამენტი. ფაქტია, ჩვენ არავინ მიგვიტოვებია, უამრავი ადამიანი არის ჩართული სოციალურ პროგრამებში და მთავარი ამოცანა არის, რომ ბავშვები გადარჩნენ”- განაცხადა გია ვოლსკიმ.

მსგავსი თემები