,,საიდან მოიგონეს, რომ ჩაიმუხლა, ცეკვა-თამაშით მიდიოდა, თუ რა”- გიული ალასანია

,,ვნახე ჩემი თვალით, დაიკლაკნა, ჩავარდა, დიდხანს იყო გათიშული, ფეხზე ჰქონდა მთელი ტანი, თვალები დახუჭული”,- ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის დედამ გიული ალასანიამ განაცხადა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის სახე გაშვებული ჰქონდა.

,,მე არ ვიცი ვინ თქვა, საიდან მოიგონეს, რომ ჩაიმუხლაო. რას ნიშნავს ჩაიმუხლა, ცეკვა-თამაშით მიდიოდა, თუ რა იყო. ჩემი თვალით რაც დავინახე, ბრმა ხომ არ ვარ?! მე არ ვიცი კლინიკა “ვივა მედიდან” ვინ ლაპარაკობს, ვისი სახელით ლაპარაკობს, იმიტომ, რომ მე ნამდვილად იქ ვიდექი და ვნახე ჩემი თვალით, დაიკლაკნა, ჩავარდა, დიდხანს იყო გათიშული, ფეხზე ჰქონდა მთელი ტანი, თვალები დახუჭული, გაშავებული სახე”,- განაცხადა გიული ალასანიამ.

მსგავსი თემები