,,ჩემი საქმიანობის ნაწილი არაა პოლიტიკოსებთან აქციაზე მივიდე”- ლევან იოსელიანი

სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის განცხადებით, რომ მას აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების მშობლებთან შეხვედრაზე პრობლემა არ აქვს. მისი თქმით, უკავშიარდებიან პოლიტიკოსები და მას აქციაზე მისვლას სთხოვენ.

როგორც ომბუდსმენი აღნიშნავს,  მისი საქმიანობის ნაწილი არაა, რომ პოლიტიკოსებთან აქციაზე მივიდეს.

,,მე არანაირი პრობლემა არ მაქვს უშუალოდ ამ ადამიანებთან შეხვედრის, ჩემი ინიციატივით მოხდა მათთან დაკავშირება და კომუნიკაცია. მე ძირითადად მიკავშირდებიან პოლიტიკოსები, რომლებიც მთხოვენ აქციაზე მისვლას, პოლიტიკოსებთან მე არ ვაპირებ, ეს არ არის ჩემი საქმიანობის ნაწილი, რომ პოლიტიკოსებთან მივიდე რამე აქციაზე. რაც შეეხებათ მშობლებს, მათთან მისვლის ნაწილში მე არანაირი პრობლემა არ მაქვს”, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

მსგავსი თემები