,,კითხვა მაქვს, მეც სუს-ის აგენტი ვარ?”- კობა კაყოფია

,,კითხვა მაქვს, მეც სუს-ის აგენტი ვარ ამ შემთხვევაში? ,”- ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, კობა ნაყოფიამ განაცხადა, რითაც ,ირაკლი ნადირაძის განცხადებას გამოეხმაურა.  მისი თქმით, ნადირაძის განცხადება არასერიოზულია.

,,ქართული ოცნება ვერ მოესწრება ჩვენ შორის დაპირისპირებას. პირიქით, ახლა მიდის ძალების კონსოლიდაცია. ნიკა მელიამ გუშინ სწორად აღნიშნა, რომ ყრილობამ, რა თქმა უნდა, გამოიწვია ძალიან ბევრი ვნებათაღელვა პარტიის წევრებში. რაც შეეხება ირაკლი ნადირაძის განცხადებას, მინდა გითხრათ, რომ მე ვაპირებ დღეს ან ხვალ მივიდე იმ ოფისში. კითხვა მაქვს, მეც სუს-ის აგენტი ვარ ამ შემთხვევაში? მიმაჩნია, რომ ცოტა არასერიოზულია ეს განცხადება, მაგრამ არა უშავს, ახალგაზრდაა, გაიზრდება და იმედია, შემდგომში ასეთ პოლიტიკურ შეცდომებს არ დაუშვებს. ასეთი ტიპის განცხადებები გაერთიანებას მხოლოდ ხელს უშლის. ამიტომ მიმაჩნია, რომ ასეთი ტიპის განცხადებები გადაჭარბებულად ემოციური და უდროოა”, – აღნიშნა კობა ნაყოფიამ.

ცნობისთვის, ირაკლი ნადირაძემ ნიკა მელიასა და მისი თანამოაზრეებს “სუს-ის შტატიანი თანამშრომლები” უწოდა.

მსგავსი თემები