,,ამერიკაში წასვლა აუკრძალეს მოსამართლეებს და თქვენ გგონიათ, საგამოძიებო კომისიაზე მოვა რომელიმე მოსამართლე?! ”- პაატა მანჯგალაძე

,,სტრატეგია აღმაშენებლის” წევრის, პაატა მანჯგალაძის განცხადებით, პარტია სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნაში გარკვეულ რისკებს ხედავს. მისივე თქმით, ინიციატივას მხარს დაუჭერს.

„სტრატეგია აღმაშენებელი“ ამ კომისიის მუშაობაში რისკებს ვხედავთ, მაგრამ მის შექმნას მხარს ვუჭერთ. კოლეგების სურვილს ვითვალისწინებთ, რომ ასეთი კომისია იმუშავებს. ჩვენ რისკებს ვხედავთ არა მარტო შექმნაში, არამედ შიგნითაც, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. შესაძლებელია ოპოზიციის კვოტაში იყვნენ წარმოდგენილი ადამიანები, რომლებიც სწორ გადაწყვეტილებას დაბლოკავენ. ასევე რისკია ის, რომ ამერიკაში წასვლა აუკრძალეს მოსამართლეებს „ქარული ოცნების“ წარმომადგენლებმა, კლანმა და თქვენ გგონიათ, რომ საგამოძიებო კომისიაზე მოვა რომელიმე მოსამართლე?! არ არსებობს. ერთადერთი შანსი გვაქვს, ყოფილ მოსამართლეებს თუ ექნებათ სურვილი, ეს ხალხი დავიბაროთ. ასევე ძალოვანი უწყებების ყოფილი წარმომადგენლები, ვინც უშუალოდ ჩართული იყვნენ. არ უნდა იყოს ისე გაგებული, თითქოს ეს საგამოძიებო კომისია გვჭირდება სანქცირებული მოსამართლეების გადაწყვეტილების რევიზიისთვის. ეს ჩვენთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი მტკიცებულებაა, მაგრამ მათზე რომ გავრცელდეს არა მარტო სავიზო შეზღუდვა, არამედ სხვა დისციპლინური პასუხისმგებლობები, ამიტომ გვჭირდება საგამოძიებო კომისია“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

 

მსგავსი თემები