ბოლო 24 საათში უკრაინელებმა რუსების 70-ზე მეტი თავდასხმა მოიგერიეს – გენშტაბი

რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიის 419-ე დღე – ბოლო 24 საათის განმავლობაში მტერმა 4 სარაკეტო და 41 საჰაერო დარტყმა განახორციელა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის გენშტაბი ავრცელებს.

უწყების ცნობით, 57 შეტევა განახორციელა სარაკეტო ზალპური სისტემებიდან უკრაინის ჯარების პოზიციებზე და დასახლებული ტერიტორიების სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე. არიან დაჭრილებიც.

გენშტაბი იტყობინება, რომ უკრაინის მთელ ტერიტორიაზე სარაკეტო და საჰაერო დარტყმების საფრთხე კვლავ მაღალია.

,,მტერი განიცდის მნიშვნელოვან ზარალს, მაგრამ აგრძელებს თავის ძირითად ძალისხმევას კუპიანსკის, ლიმანსკის, ბახმუცკის, ავდიივსკისა და მარინკას ღერძებზე შეტევითი მოქმედებების განხორციელებაზე. აქტიურად იყენებს ოპერატიულ-ტაქტიკურ და სამხედრო ავიაციას. დღის განმავლობაში, 70-ზე მეტი მტრის შეტევა მოიგერიეს ფრონტის ხაზის მითითებულ უბნებზე. საომარი მოქმედებების ეპიცენტრად ბახმუტი და მარინკა რჩება,”- ნათქვამია გენშტაბის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსგავსი თემები