აშშ-ის დიპლომატიურ ავტოკოლონას სუდანში ცეცხლი გაუხსნეს – ენტონი ბლინკენი

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ აშშ-ის დიპლომატიურ ავტოკოლონას სუდანში ცეცხლი გაუხსნეს. მისი თქმით, შემთხვევის შედეგად არავის დაშავებულა.

„გუშინ, ამერიკულ დიპლომატიურ ავტოკოლონას ცეცხლი გაუხსნეს, ყველანი უსაფრთხოდ და უვნებლად არიან“, – განაცხადა ბლინკენმა.

ბლინეკმა თავდასხმას „უგუნური, უპასუხისმგებლო და საფრთხის შემცველი“ უწოდა და თქვა, რომ მიმდინარეობს გამოძიება.

სუდანში რამდენიმე დღეა ქვეყნის არმიასა და გასამხედროებულ დაჯგუფება “სწრაფი მხარდაჭერის ძალებს” შორის შეტაკებები გრძელდება. დაღუპულია სულ მცირე 185 ადამიანი, დაშავებულია 1 800-ზე მეტი.

მსგავსი თემები