უკრაინამ 32 ტყვე დაიბრუნა

უკრაინასა და რუსეთს შორის ტყვეების გაცვლის მორიგი ეტაპი განხორციელდა. ამჯერად, უკრაინამ რუსეთში ტყვედ მყოფი 32 პირი დაიბრუნა.

ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი ვრცელებს.

„ჩვენები სახლში არიან. დღეს ტყვეთა მორიგი გაცვლა განვახორციელეთ. მოვახერხეთ ჩვენი 32 მეომრის გათავისუფლება და ისრაელელი დმიტრი ფიალკას ცხედრის დაბრუნება. გათავისუფლებულთა შორის არიან – ოფიცრები, სერჟანტები და უკრაინის შეიარაღებული ძალების ჯარისკაცები. ყველა მათგანი იქ იყო, სადაც მძიმე საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობდა. ბევრი მათგანი უგზოუკვლოდ დაკარგულად მიიჩნეოდა”, – წერს ერმაკი.

არ ხმაურდება ინფორმაცია, რა მიიღო რუსეთმა უკრაინელი ტყვეების სანაცვლოდ.

მსგავსი თემები