სუდანში 30-მდე ქართველი იმყოფება – საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე ხვთისიაშვილის განცხადებით, სუდანში ამ დროისთვის საქართველოს 30-მდე მოქალაქე იმყოფება.

მისი თქმით,  ამ მომენტამდე არ წყდება სროლები და შეტაკებები.

„ჩვენ კონტაქტზე ვართ ქართველებთან, ვინც იქ არიან. ახლა დაახლოებით 30-მდე ქართველი არის. როგორც ყველა სხვა ქვეყანამ მოუწოდა თავის მოქალაქეებს, ასევე ჩვენც ვთხოვეთ ჩვენს მოქალაქეებს, რომ თავი შეიკავონ გარეთ გამოსვლისგან და გადაადგილებისგან. ინტენსიურად ვმუშაობთ პარტნიორებთან ერთად, რათა ჰუმანიტარული კორიდორი გაკეთდეს ან რამენაირად მოგვეცეს შესაძლებლობა, რომ ჩვენი მოქალაქეები დროულად გამოვიყვანოთ სუდანიდან, რომ შემდეგ უსაფრთხოდ დავაბრუნოთ საქართველოში“, – განაცხადა  მინისტრის მოადგილემ.

ცნობისთვის,  სუდანში, არმიასა და გასამხედროებულ დაჯგუფება “სწრაფი მხარდაჭერის ძალებს” შორის დაპირისპირება გრძელდება. ბოლო ინფორმაციით, შეტაკებების შედეგად 100-მდე ადამიანი დაიღუპა, დაშავებულთა რაოდენობა კი 1 100-ს აღწევს.

წყარო: პირველი არხი.

მსგავსი თემები