რუს ოპოზიციონერს ვლადიმირ კარა-მურზას 25 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

ოპოზიციონერ აქტივისტს ვლადიმირ კარა-მურზას რუსეთში 25 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, რაც უკრაინაში რუსეთის ომის კრიტიკას უკავშირდება.

იგი დამნაშავედ ცნეს ღალატში, რუსული არმიის შესახებ „ცრუ“ ინფორმაციის გავრცელებაში და „არასასურველ ორგანიზაციასთან“ კავშირში.

კარა-მურზა ბრალდებებს უარყოფს და მის სასამართლო პროცესს საჯაროდ აკრიტიკებს. გასულ კვირას მოსკოვის სასამართლოში მან თქვა: “მე ხელს ვაწერ ყველა სიტყვას, რაც ვთქვი. არათუ არ ვნანობ ამას, არამედ ვამაყობ ამით”.

ყოფილი ჟურნალისტი და პოლიტიკოსი უკანასკნელია პუტინის იმ ოპონენტებიდან, რომლებიც დააკავეს ან იძულებული გახადეს რუსეთი დაეტოვებინათ.

მისი საქმე ნაწილობრივ ეფუძნებოდა გასულ წელს აშშ-ში პოლიტიკოსების წინაშე წარმოთქმულ გამოსვლას, სადაც მან თქვა, რომ რუსეთი სჩადის ომის დანაშაულებს უკრაინაში კასეტური ბომბებით საცხოვრებელ ადგილებში და „სამშობიარო საავადმყოფოების და სკოლების დაბომბვით“.

მსგავსი თემები