ნორვეგია რუსეთის საელჩოს 15 თანამშრომელს ქვეყნიდან აძევებს

„15 დაზვერვის ოფიცერი ეწეოდა საქმიანობას, რომელიც არ შეესაბამება მათ დიპლომატიურ სტატუსს“,- ნორვეგია რუსეთის საელჩოს 15 თანამშრომელს ქვეყნიდან აძევებს.

როგორც ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული, მთავრობის გადაწყვეტილება ეხმაურება ევროპაში შეცვლილი უსაფრთხოების ვითარებას, რამაც გამოიწვია რუსეთის მხრიდან სადაზვერვო საფრთხის გაზრდა.

„ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი ნორვეგიაში რუსული დაზვერვის საქმიანობის წინააღმდეგობისა და დონის შესამცირებლად და ამით ჩვენი ეროვნული ინტერესების დასაცავად“, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა ანიკენ ჰუიტფელდტმა.

რუსმა დიპლომატებმა დაუყოვნებლივ უნდა დატოვონ ნორვეგია.

„რუსეთი ამჟამად უდიდეს სადაზვერვო საფრთხეს უქმნის ნორვეგიას. ჩვენ ამას ძალიან სერიოზულად ვეკიდებით და ახლა ვახორციელებთ ზომებს ჩვენს ქვეყანაში რუსული დაზვერვის მოქმედებების დასაპირისპირებლად. ჩვენ არ მივცემთ უფლებას რუსი დაზვერვის ოფიცრებს დიპლომატიური საფარქვეშ იმოქმედონ ნორვეგიაში“, – განაცხადა  ჰუიტფელდტმა.

მსგავსი თემები