სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების საფუძველი თანხის გადახდა აღარ იქნება

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა მეორე მოსმენით ახალი თავდაცვის კოდექსის კანონპროექტი განიხილა.

ცვლილების თანახმად, წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების საფუძველი მოსაკრებლის გადახდა აღარ იქნება.

გადავადების საფუძველი შესაძლოა გახდეს საჯარო უწყებაში მუშაობა.

,,სისტემა ავრცელებს მესიჯს, რომ თუ ჩემთან ხარ და მიმზიდევლი რომ იყოს ჩემი შენთან ყოფნა, ჯარში არ წაგიყვან. არადა, თუ რამე ლოგიკა გააჩნია ზოგადად სავალდებულო სამსახურში წასვლას, სწორედ ძალოვანი და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები უნდა იყოს ის ხალხი, რომლებმაც ეს სავალდებულო სამსახური უნდა გამოიარონ,”- განუცხადა იაგო ხვიჩიამ  ”ტვ პირველს”.

მსგავსი თემები