,,მაკრონი, რომელიც ჩემი მეგობარია, ჩინეთთან არის და უკანალზე კოცნის”,- ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.
მისი თქმით, საფრანგეთი ახლა ჩინეთისკენ მიდის.
„გიჟური მსოფლიო გვაქვს, რომელიც ფეთქდება და აშშ-ს აბსოლუტურად არ აქვს სათქმელი. და მაკრონი, რომელიც ჩემი მეგობარია, ჩინეთთან არის და უკანალზე კოცნის. საფრანგეთი ახლა ჩინეთისკენ მიდის“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.