ოპოზიცია რიგგარეშე სხდომის მოწვევასა და საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს

ოპოზიცია სასამართლო სისტემაში კორუფციის შემსწავლელი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს. ამასთან, საპარლამენტო ოპოზიციამ საკანონმდებლო ორგანოში გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე პრეზიდენტ ზურაბიშვილს რიგგარეშე სესიის ჩანიშვნის მოთხოვნით მიმართა.

,,გვსურს საქართველოს პარლამენტში უახლოეს მომავალში კენჭისყრაზე დადგეს ინიციირებული საგამოძიებო კომისიის საკითხო და შეიქმნას კომისია. ამ მიზნით ორშაბათს საქართველოს პრეზიდენტს მივმართავთ რიგგარეშე სხდომის მოწვევის მიზნით, რადგან მიგვაჩნია, რომ ყოველი დღე, რაც დააყოვნებს რეაგირებას სანქცირების თემებთან დაკავშირებით, შეიძლება ძალიან დიდი ზიანის მომტანი იყოს საქართველოსთვის”, – განაცხადა თამარ კორძაიამ.

მსგავსი თემები