,,ქალბატონი პრეზიდენტი რომ გამოვიდა და იკითხა, ვინ სად ხართო, ჩვენ კი ვიცით, სადაც ვართ, მაგრამ ზოგიერთმა საკუთარ თავში ჩაიხედოს”- ალუდა ღუდუშაური

„საქართველო ნამდვილად გახდება  ევროკავშირის წევრი და ჩვენ ამისთვის ვაკეთებთ ყველაფერს, რომ ღირსეული წევრი გახდეს ევროპული დიდი ოჯახის, მაგრამ გვახსოვს როგორ დალეწეთ მშვიდობიანი მანიფესტანტები რუსთაველის გამზირზე და მერე ქართველი ხალხის სისხლით მორწყულ გამზირზე როგორ ამაყად დადიოდით და გვახსოვს, გვამები ჯიხურის თავზე რომ შემოალაგეთ. ამ ისტორიით ამაყობთ?“ – მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალუდა ღუდუშაურმა  „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

მისი თქმით, „ქართული ოცნება“  ქვეყნის ინტერესებს იცავს და ევროკავშირის წევრი   მოქმედი ხელისუფლების ღირსეული ძალისხმევით გახდება.

„ქალბატონი  პრეზიდენტი  რომ გამოვიდა და იკითხა, ვინ სად ხართო, ჩვენ კი ვიცით, სადაც ვართ – ჩვენ ვართ ჩვენს ქვეყანასთან და ჩვენ სიამაყით და ღირსებით შევალთ იმ დიდ ოჯახში, რისთვისაც ყველაფერი გავაკეთეთ და ყველაფერს ვაკეთებთ. მაგრამ ზოგიერთმა საკუთარ თავში ჩაიხედოს, რომელ ევროპაში მიგყავთ ქვეყანა ქუჩაში მანქანების დაწვით და პოლიციელისთვის „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლით და ცეცხლის მოკიდებით?“- მიმართა საპარლამენტო ოპოზიციის წევრებს ალუდა ღუდუშაურმა.

მსგავსი თემები