,,ნატო-ს გაფართოება არის რუსეთის უსაფრთხოებისა და ეროვნული ინტერესების ხელყოფა”- დიმიტრი პესკოვი

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი ნატო-ში ფინეთის გაწევრიანებას ეხმიანება. მისი თქმით, ნატო-ს გაფართოება რუსეთის უსაფრთხოებისა და ეროვნული ინტერესების ხელყოფაა.

,,კრემლს მიაჩნია, რომ ეს სიტუაციის კიდევ ერთი გამწვავებაა. ნატოს გაფართოება არის ჩვენი უსაფრთხოებისა და რუსეთის ფედერაციის ეროვნული ინტერესების ხელყოფა, ამაზე ვისაუბრეთ. და ჩვენ ასე აღვიქვამთ. და, რა თქმა უნდა, ეს გვაიძულებს მივიღოთ კონტრზომები საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, როგორც ტაქტიკურად, ასევე სტრატეგიულად” – განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.

მისივე განცხადებით,  ფინეთის ნატო-ში გაწევრიანება მოსკოვისა და ჰელსინკის ურთიერთობებზე აისახება.

მსგავსი თემები