რესპუბლიკური საავადმყოფოს ეზოში მედპერსონალის პროტესტი გრძელდება

ექიმები, ექთნები და რესპუბლიკის საავადმყოფოს სხვა თანამშრომლები ისე საპროტესტოდ შეიკრიბნენ. “რესპუბლიკური ჩვენი სახლია”-  ეს არის სლოგანი, რომელიც კლინიკის ეზოში გამოფინეს.

სამედიცინო პერსონალი საავადმყოფოდან თანამშრომლებიც გათავისუფლებას და საავადმყოფოს ნგრევას აპროტესტებენ. ისინი მოითხოვენ, ჯერ ახალი კლინიკა აშენდეს და შემდეგ დაინგრეს არსებული, თუ ის დასანგრევია.

თანამშრომლებს არც მინისტრის დაპირების სჯერათ, რომელიც აცხადებს, რომ თანამშრომლებს სხვაგან გადაანაწილებენ და სამსახურის გარეშე არ დატოვებენ.

კლინიკაში პროტესტს „ვოლტ“-ის კურიერებიც შეუერთდნენ, რომლებიც დემონსტრაციულად შევიდნენ კლინიკის ეზოში და მედპერსონალის გვერდით დადგნენ.

შეგახსენებთ, რომ მინისტრის გადაწყვეტილებით, რესპუბლიკური საავადმყოფო თანამედროვე სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს და მის ადგილას ახალი კლინიკა უნდა აშენდეს.

მსგავსი თემები