“რუსთავში შენდება ახალი საწარმო, რომელიც 3,000 ახალ სამუშაო ადგილს შექმნის” – გიორგი გახარია

პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია დღეს რუსთავში, “ქართლი ტექსტილის” ქარხნის მშენებლობის დაწყების ღონისძიებას დაესწრო. 

“მე არ შემეძლო აქ არ მოვსულიყავი რამდენიმე მიზეზის გამო. დღეს, ეკონომიკური კრიზისის პირობებში, რუსთავში შენდება ახალი საწარმო, რომელიც 3,000 ახალ სამუშაო ადგილს შექმნის,”- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა დღეს რუსთავში, “ქართლი ტექსტილის” ქარხნის მშენებლობის დაწყების ღონისძიებაზე.

გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ დღეს მთავრობის საზრუნავი სწორედ დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნაა. 

“ეს არის დღეს ჩვენი პრიორიტეტი. ყველას კარგად გვესმის, რომ ეკონომიკური კრიზისების პირობებში, ჩვენს მოქალაქეებს უბრალოდ შემოსავალი დააკლდათ ოჯახში და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ბიზნესზე დარტყმის მინიმიზირება მოვახდინოთ და ახალი სამუშაო ადგილები შევქმნათ იმასთან ერთად, რომ არსებული სამუშაო ადგილები შევინარჩუნოთ,” – განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

მსგავსი თემები