,,არასდროს ვაპატიებთ, ყველა დამნაშავეს დავსჯით”- ვოლოდიმირ ზელენსკი

ბუჩას რუსი დამპყრობლებისგან გათავისუფლებიდან 1 წელი გავიდა. აღნიშნულთან დაკავშირებით უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი განცხადებას ავრცელებს.

,,ბუჩა და ბუჩას რაიონი. ოკუპაციის 33 დღე. დაიღუპა 1 400-ზე მეტი, მათ შორის 37 ბავშვი. 175-ზე მეტი ადამიანი იპოვეს მასობრივ საფლავებსა და წამების კამერებში. ომის 9 000 დანაშაულის ფაქტი. 365 დღე მას შემდეგ, რაც ის კვლავ თავისუფალი უკრაინული ქალაქია. ოკუპანტი ქვეყნის ჯარის ბოროტმოქმედების სიმბოლო. ჩვენ არასდროს ვაპატიებთ. ჩვენ ყველა დამნაშავეს დავსჯით”,- წერს ზელენსკი.

მსგავსი თემები