სლოვაკეთის პრემიერ მინისტრი ედუარდ გეგერი, სლოვენიის პრემიერ მინისტრი რობერტ გოლობი და ხორვატიის პრემიერ მინისტრი ანდრეი პლენკოვიჩი ბუჩას განთავისუფლების წლისთავზე ვიზიტით უკრაინაში ჩავიდნენ.
ისინი ამ მოვლენისადმი მიძღვნილ სამიტში მიიღებენ მონაწილეობას.
სლოვაკური გამოცემა Aktuality წერს, რომ სლოვაკეთის მთავრობის მეთაური უკრაინაში თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელ იაროსლავ ნადთან ერთად ჩავიდა. ისინი კიევში ღამის მატარებლით პოლონეთიდან ჩავიდნენ.
,,ჩვენ გვინდა უკრაინას დავუდასტუროთ ჩვენი პოლიტიკური მხარდაჭერა რუსული სამხედრო აგრესიის რთულ პერიოდში სლოვენიის ყოვლისმომცველი დახმარების ფონზე. ჩვენ ასევე გვინდა დავადასტუროთ ჩვენი ერთგულება უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის პოლიტიკისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში”, – განაცხადა გოლობმა.