ტაჯიკეთში ზვავს 15 ადამიანი ემსხვერპლა

ტაჯიკეთის აღმოსავლეთ ნაწილში ზვავს 15 ადამიანი ემსხვერპლა. „როიტერის“ ინფორმაციით, ზვავი ტაჯიკეთის მთიანი ბადახშანის ავტონომიურ ოლქში ჩამოწვა.

ზვავმა დააზიანა საცხოვრებელი სახლები და გზები, შეჩერებულია ტრანსპორტის მიმოსვლა.

ზვავსაშიში ზონიდან 400-ზე მეტი ოჯახის ევაკუაცია განხორციელდა.

მსგავსი თემები