„გირჩს რა დაუთმო “ქართულმა ოცნებამ” რის სანაცვლოდ შევეკარით “ქოცებს?“ – იაგო ხვიჩია  

„გამოჩნდეს ერთი ადამიანი რომელიც დაამტკიცებს, რომ “ქოცებთან” ვართ შეკრული და მათ ჭკუაზე დავდივართ, მე ამას  დავამტკიცებ პარტიების უმრავლესობაზე“ – აცხადებს „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია, რომელიც ამტკიცებს, რომ „გირჩს“ ქართულ ოცნებასთან საერთო არაფერი გააჩნია.

„ჩემზე რა პრივილეგია აქვს ვინმეს გაკეთებული. რა დამითმო „ოცნებამ, რომ მასთან გარიგებაში შევედი? პოლიტიკური ოპოზიციის დიდი ნაწილი „ქართული ოცნების“ მოკავშირეა. არ გამოვრიცხავ, თავის დროზე გირჩიც „ქართული ოცნების“ მოკავშირედ პარტიად იყო ჩაფიქრებული, თუმცა, დღეს რომ ასე არ არის, ამის დანახვას რა უნდა თუ იდიოტი არ ხარ“ – აცხადებს იაგო ხვიჩია.

მისი თქმით, საკმაოდ ადვილი დასამტკიცებელია, რომ სხვები არიან „ქართულ ოცნებასთან“ შეკრულები.

„ერთი მტკიცებულება მოიტანა ვინმემ, რომ „ქართულ ოცნებასთან“ ვარ შეკრული? სწორია ვიღაცაზე მითხრან მეძავიაო და ეს მე გავიმეორე? თვალი გავახილოთ, ამ პოლიტიკურ სპექტრში ყველაფერი ნათელია ვინ ვისთანაა შეკრული. გამოჩნდეს ერთი ადამიანი რომელიც დაამტკიცებს, რომ „ქოცებთან“ ვართ შეკრული და მათ ჭკუაზე დავდივართ. მე ამას  დავამტკიცებ პარტიების უმრავლესობაზე. რა დამითმო „ქართულმა ოცნებამ“ და რის ფასად შევეკარი? გირჩს რა დაუთმო „ქართულმა ოცნებამ“ რის სანაცვოდაც შევეკარით ქოცებს? რა მეტყობა რომ ქართულ ოცნებასთან ვარ შეკრული“ – აცხადებს იაგო ხვიჩია.

მსგავსი თემები