თბილისის ქუჩებში დამტვრეული ავტომობილების “მონუმენტები” გამოჩნდა

თბილისის ქუჩებში უჩვეულო “მონუმენტები” გამოჩნდა. იდეის თანახმად, აქციის მიზანია, მძღოლებს კიდევ ერთხელ შეახსენონ საგზაო მოძრაობის წესების დაცვის აუცილებლობა, რათა მათი ავტომობილიც არ აღმოჩნდეს ანალოგიურ სტენდზე.

როგორც “მედიაცენტრ მთავარს” თბილისის საკრებულოში გლდანის მაჟორიტარმა დეპუტატმა, შალვა ოგბაიძემ განუცხადა, მსგავსი სდენტის დადგმის მსოფლიო და ევროპული გამოცდილება არსებობს. ის ერთგვარი შოკურ-სოციალური კამპანიის ფორმაა.

​მისივე ინფორმაციით, იდეის ავტორის ვინაობა, მალე გახდება ცნობილი.

სტენდების შესახებ ინფორმაციას და ფოტოს დეპუტატი სოციალურ ქსელშიც აქვეყნებს.

“დედაქალაქში გამოჩნდა დამტვრეული ავტომობილების სტენდები, რომელიც გამოსაჩენ ადგილზეა დამონტაჟებული. აქციის მიზანია, კიდევ ერთხელ დაგვაფიქროს ფრთხილად ვიმოძრაოთ, სწორად შევარჩიოთ სიჩქარის ლიმიტი, არ მივუჯდეთ საჭეს ნასვამ მდგომარეობაში, არ ვიმესიჯოთ მობილურ ტელეფონზე და ა.შ. გაგვაფრთხილოს, რომ ჩვენი ავტომობილი არ შემოდონ მაგ სტენდზე” – აცადებს შალვა ოგბაიძე.

სიახლეს სოციალური ქსელის მომხმარებლების მხრიდან, უკვე მოჰყვა კომენტარები: “კარგია, თუ მაგის ყურებით არ დაიმტვრევიან ახლა”;
“იმაზე არ იფიქრეს, რომ მძღოლს შეიძლება ყურადღება გაეფანტოს მაგის ყურებაში?”;
“ეს არის სიმახინჯე და აიღებენ. ოღონდ ცუდი იდეის აღიარების გარეშე”;
“ეს “მონუმენტი” მომსახურების სააგენტოს უნდა დაუდგა იქ, სადაც მართვის მოწმობებს არიგებენ!; “
“იდეა შეიძლება სწორია, მაგრამ განხორციელებაა ბრიყვული და კრეატივს მოკლებული. პოლიურეტანის ქაფით მანც შეექმნათ გზის მონაკვეთის იმიტაცია”;
“ბავშვობაში, მახსოვს, გზატკეცილზე “გაის” ტეკებზე სულ ეყარა ხოლმე დამტვრეული ავტომობილები. ჩემზე მართლა ახდენდა შთაბეჭდილებას. საშინელება იყო”;
” კარგი იქნებოდა წარწერაც რომ ჰქონოდა – “დაემორჩილე საგზაო ნიშნებს!” “ყურადღებით მძღოლო!” ან რაიმე მსგავსი”;
” უფრო მართებული იქნებოდა მაგ ინსტალაციების ავტობანზე დაყენება. ვაკის პარკთან, სადაც სულ საცობია, მგონია რომ, არაფრის მომცემია. თან ეჭვი მეპარება უსაფრთხოების ნორმები დაცული იყოს მაგის დამონტაჟებისას. ვეჭვობ, ვიღაც- ვიღაცეები “ჩაეხუტებიან” მაგ ინსტალაციას. მსოფლიო გამოცდილება კარგია თუმცა ევროპაში მე რაც მინახავს, ყველა ეგეთი ინსტალაცია სამანქანო გზის მიმდებარედ, მაღალ ბოძებზეა დამონტაჟებული და ისიც ავტობანზე. ზედ გზაზე არსად მინახავს. მოკლედ იმის თქმა მინდა რომ კარგია მაგრამ დასახვეწია”;
“მშვენიერია, დაგაფიქრებს კაცს თუ ქალს”;
” ძალიან მომწონს იდეა, სწორი ფსიქოლოგიური ზემოქმედებაა კანონდამრღვევ მძღოლებზე. მხოლოდ თბილისში არაა ეს, ბევრმა ქვეყანამ გამოიყენა მსგავსი მეთოდი და სხვათაშორის სტატისტიკა დადებითად შეიცვალა. მერიის ინიციატივა არაა ეს, რომელიღაც კერძო კომპანიის იდეაა, რაზეც მერიამ ნებართვა გასცა. გამი ხარდებოდა, თავად ყოფილიყვნენ ინიციატორები” , – წერენ ფეისბუქმომხმარებლები.  

შორენა პაპაშვილი

მსგავსი თემები