თურქეთში, მაშველებმა გადაარჩინეს 2 ადამიანი, რომლებიც ნანგრევებში 1 კვირის განმავლობაში იმყოფებოდნენ

მაშველებმა თურქეთში, 2 ადამიანი გადაარჩინეს, რომლებიც ნანგრევებში 1 კვირის განმავლობაში იმყოფებოდნენ.
Reuters-ის ინფორმაციით, 40 წლის ქალმა ნანგრევების ქვეშ 170 საათი გაატარა, ხოლო ჰათაის პროვინციაში გადარჩენილმა კაცმა 167.

თურქული მედიის ინფორმაციით, მიწისძვრიდან 141-163 საათის შემდეგ მაშველებმა ნანგრევებიდან, მინიმუმ, 41 ადამიანი ამოიყვანეს.

ცნობისათვის, ბოლო მონაცემებით, თურქეთსა და სირიაში მიწისძვრას 34 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

მსგავსი თემები