თურქეთსა და სირიაში დაღუპულთა რიცხვმა 22 000-ს გადააჭარბა

თურქეთსა და სირიაში ორშაბათს მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 22 000-ს გადააჭარბა.

თურქეთის პრეზიდენტის განცხადებით, თურქეთში დაღუპულთა რიცხვი 18 991-მდე გაიზარდა, დაშავებულია მინიმუმ 75 523 ადამიანი.

რაც შეეხება სირიას, დაიღუპა სულ მცირე 3 384 ადამიანი და 5 245 დაშავდა.

ორივე ქვეყანაში სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება.

მსგავსი თემები