,,საკმარისია საუბარი და პოლიტიკური ყოყმანი, მხოლოდ სწრაფი გადაწყვეტილებები”- პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი, პარტნიორებს შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებისა და მოიერიშე თვითმფრინავების გაგზავნისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, სხვაგვარად გენოციდი ვერ შეჩერდება.

“რუსეთი მთელი ღამე და დილა ბომბავს უკრაინის ქალაქებს. რუსეთის განზრახვა იგივეა: მასობრივი განადგურება და მკვლელობა. საკმარისია საუბარი და პოლიტიკური ყოყმანი. მხოლოდ სწრაფი გადაწყვეტილებები: შორ მანძილზე მოქმედი რაკეტები, გამანადგურებელი თვითმფრინავები, ოპერატიული მარაგის ლოგისტიკა უკრაინისთვის. წინააღმდეგ შემთხვევაში გენოციდის შეჩერება შეუძლებელია”, – წერს პოდოლიაკი.

მსგავსი თემები