,,სააკაშვილს ამ ქვეყნისთვის ბევრი აქვს გასაკეთებელი”- ლევან ხაბეიშვილი

,,პრეზიდენტ სააკაშვილს ამ ქვეყნისთვის ბევრი აქვს გასაკეთებელი,”- ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

ხაბეიშვილმა  უპასუხა კითხვას, დაბრუნდება თუ არა მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკაში სასჯელაღსრულების დატოვების შემდეგ.

„პრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა იმდენად მძიმეა, რომ სხვა ყოველდღიური საკითხების განხილვა ადამიანურად და მორალურად სწორი არ მგონია. თუმცა, ცხადია ვფიქრობ, რომ პრეზიდენტ სააკაშვილს ამ ქვეყნისთვის ბევრი აქვს გასაკეთებელი. გადაწყვეტილებას მას შემდეგ მიიღებს, რაც მის ჯანმრთელობის მდგომარეობას საფრთხე არ დაემუქრება”,- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

მსგავსი თემები