„სისტემური რეგისტრაციის პარალელურად, ვგეგმავთ მიწის კონსოლიდაციის საპილოტე პროექტის განხორციელებას” – ოთარ შამუგია

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ საქართველოს პარლამენტში გამოსვლისას ისაუბრა სამინისტროს უწყებაში 2020 წელს შექმნილ მიწის  მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს საქმიანობაზე.

როგორც მიისტრმა აღნიშნა, მისი უთავრესი ფუნქცია მიწის ფონდის შესახებ მონაცემთა ერთიანი ბაზის შექმნა და მიწის კადასტრის წარმოების მეთოდოლოგიის დანერგვაა. ამ მონაცემების საფუძველზე კი შეიქმნება მიწის ბალანსის განახლებადი მონაცემები.

„დაინერგება სატელიტური მონიტორინგის სისტემა. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მიწის სისტემური რეგისტრაციის პროექტს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 2022-2024 წლებში განახორციელებს. ეტაპობრივად აიზომება და დარეგისტრირდება კერძო, მუნიციპალიტეტისა და სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთები, რაც, დამეთანხმებით, უმნიშვნელოვანესი პროცესია.  სისტემური რეგისტრაციის პარალელურად, ვგეგმავთ მიწის კონსოლიდაციის საპილოტე პროექტის განხორციელებას, რაც დაგვეხმარება ქვეყანაში ფრაგმენტირებული მიწის ნაკვეთების გასაერთიანებლად სტრატეგიული ხედვისა და ეფექტიანი მექანიზმების ჩამოყალიბებაში“, – განაცხადა მინისტრმა.

მსგავსი თემები