,,რუსეთის სტრატეგიული დანაკარგი უკვე აშკარაა”- ვოლოდიმირ ზელენსკი

,,რუსი ოკუპანტები დღეს იმ კონკრეტულ ეტაპზე არიან, როცა რუსეთის სტრატეგიული დანაკარგი უკვე აშკარაა,” – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, ამის მიუხედავათ, მოღინააღმდეგეს ტაქტიკურად  ჯერ კიდევ აქვთ შეტევითი მოქმედებების მცდელობის რესურსი.

„ისინი ეძებენ ვარიანტებს ომის მიმდინარეობის შესაცვლელად და ცდილობენ აგრესიის სამსახურში მოაქციონ ყველა ტერიტორიის პოტენციალი, რომელსაც ამჟამად აკონტროლებენ. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ის, რასაც ვაკეთებთ: გავაძლიეროთ ჩვენი მდგრადობა, ვიყოთ აბსოლუტურად გაერთიანებული სურვილით მივაწოდოთ ჩვენ არმიას და ყველა დამცველს საჭირო იარაღი და აღჭურვილობა – ჩვენ უკრაინაში გვჭირდება ერთი ხმით ვისაუბროთ მსოფლიოსთან თავდაცვის შესახებ. მტერი მათი ამ ეტაპიდან ბევრად უფრო დასუსტებული უნდა გამოვიდეს, ვიდრე წარმოუდგენიათ უარეს სცენარებში. ეს ჩვენთვის რთული ამოცანაა. მაგრამ ჩვენ უნდა შევასრულოთ ის“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

მსგავსი თემები