,,საქართველო იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც განიცადა რუსული სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესია”- ევროპარლამენტის საგარეო და უსაფრთხოების ერთიანი პოლიტიკის ანგარიში

,,საქართველო იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც განიცადა რუსული სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესია 2008 წლის აგვისტოში,”- ამის შესახებ ევროპარლამენტის საგარეო და უსაფრთხოების ერთიანი პოლიტიკის იმპლემენტაციის ყოველწლიურ ანგარიშშია ნათქვამი.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ მოუწოდებს ევროკავშირს განაგრძოს მოთხოვნა, რუსეთმა შეასრულოს ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები.

„ვინაიდან ევროპული სახელმწიფოების ნებაყოფლობითი გაწევრიანება ევროკავშირში რჩება კავშირის ყველაზე წარმატებულ საგარეო პოლიტიკურ ინსტრუმენტად; ვინაიდან 2022 წლის 23 ივნისს ევროპელმა ლიდერებმა უკრაინასა და მოლდოვას რესპუბლიკას მიანიჭეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი და აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა; ვინაიდან 2022 წლის 15 დეკემბერს ევროპულმა საბჭომ მიანიჭა ბოსნია და ჰერცეგოვინას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი და კოსოვოს რესპუბლიკამ წარადგინა განაცხადი ევროკავშირში წევრობისთვის. ხაზს უსვამს, რომ რუსეთი ასევე ახორციელებს აგრესიულ პოლიტიკას საქართველოსა და მოლდოვას მიმართ; აღიარებს, რომ საქართველო იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც განიცადა რუსული სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესია 2008 წლის აგვისტოში, როდესაც რუსეთმა ევროპის სუვერენული სახელმწიფოს საზღვრების ძალადობრივი შეცვლა სცადა, რათა დაეკავებინა საქართველოს განუყოფელი ნაწილი – აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი/სამხრეთ ოსეთი – და გადაედგა ნაბიჯები მათი დე ფაქტო ანექსიისკენ, რათა ასობით ათასი ადამიანის განდევნა საკუთარი სახლებიდან ეთნიკური წმენდის შედეგად და დაეყო საზოგადოებები საოკუპაციო ხაზებით; მოუწოდებს ევროკავშირს განაგრძოს მოთხოვნა, რომ რუსეთმა შეასრულოს ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები; მოუწოდებს ევროკავშირს აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში გააძლიეროს კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების პროცესში ჩართულობა. მხარს უჭერს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ინიციატივას სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერების ბრიუსელში ორმხრივი შეხვედრების მოწვევასა და შუამავლობასთან დაკავშირებით და მხარს უჭერს ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის მუშაობას ადგილზე სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისში; თვლის, რომ ევროკავშირს შეუძლია პატიოსანი შუამავლის როლი შეასრულოს შემდგომი ესკალაციის თავიდან ასაცილებლად და მდგრადი მშვიდობის მისაღწევად“, – ნათქვამია დოკუმენტში.

მსგავსი თემები