,,მათ სჭირდებათ და იმსახურებენ ჩვენ მხარდაჭერას”- შარლ მიშელი კიევში მიემგზავრება

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი კიევში მიემგზავრება. მიშელი Twitter-ზე მატარებელში გადაღებულ ვიდეოს აქვეყნებს.

“უკრაინელები იბრძვიან თავიანთი მიწისთვის, შვილების მომავლისთვის. მაგრამ ისინი ასევე იბრძვიან ჩვენი საერთო ევროპული ღირებულებებისთვის – მშვიდობა და კეთილდღეობა. მათ სჭირდებათ და იმსახურებენ ჩვენ მხარდაჭერას”, – წერს მიშელი.

მიშელის თქმით, კიევში  პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, პრემიერ დენის შმიგალსა და დეპუტატებს შეხვდება.

მსგავსი თემები