,,ყველა სირთულე გადალახვადია, მაგრამ ტრაგედია, რომელიც 2022 წელს თავს დაატყდა თბილისს, არის უდიდესი ტკივილი”- კახა კალაძე

დედაქალაქის მერი, კახა კალაძე თბილისის საკრებულოში ამ წუთებში სიტყვით გამოდის. მისი თქმით, დღევანდელ სხდომაზე ყველა იმ მნიშვნელოვან პროექტზე ისაუბრებს, რაც უკვე განხორციელდა მუნიციპალიტეტის მიერ და რაც მომავალში განხორციელდება.

თბილისის მერმა სიტყვით გამოსვლისას ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის დროს გარდაცვლილი 13 წლის მარიტა მეფარიშვილის ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი კიდევ ერთხელ მიაგო.

„თბილისს წელს არაერთი გამოწვევა ჰქონდა, რომელთა დიდი ნაწილი გამარჯვებით დავაგვირგვინეთ, მაგრამ გამარჯვებებთან ერთად, რა თქმა უნდა, იყო ბევრი პრობლემა და სამწუხაროდ, დიდი ტრაგედია, რამაც ეს ყველაფერი გააუფერულა, როგორც პირადად ჩემთვის, როგორც დედაქალაქის მერისთვის, როგორც ოთხი შვილის მამისთვის და როგორც რიგითი ადამიანისთვის, ასევე ჩემი თანამშრომლებისთვის. ყველა სიძნელე და სირთულე გადალახვადია, ყველა დანგრეული გზა აღდგენადია, მაგრამ ტრაგედია, რომელიც 2022 წელს თავს
დაატყდა თბილისს, არა მხოლოდ ჩემთვის, დარწმუნებული ვარ ყოველი თქვენგანისთვის, მიუხედავად ჩვენი პოლიტიკური შეხედულებებისა, არის დაუძლეველი ტკივილი. სწორედ ამიტომ, დღევანდელი ანგარიში მინდა დავიწყო მარიტას ხსოვნით, რომლის წინაშეც გვაქვს ვალდებულება, რომ მსგავსი ტრაგედია არასდროს აღარ განმეორდეს. გთხოვთ, წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ მარიტას ხსოვნას!“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

ცნობისთვის, დღეს, თბილისის საკრებულოში დედაქალაქის მერის ანგარიშს მოუსმენენ და მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის დამტკიცებაზე იმსჯელებენ.

მსგავსი თემები